საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, და ყველას, ვინც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ პირებსა და ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
We are deeply saddened by the devastating flash floods in #Nepal and the People’s Republic of #China. We extend our heartfelt condolences to the families who have lost loved ones and to all those affected by this tragedy. We wish the injured a swift recovery and express our…
— MFA of Georgia (@MFAgovge) August 27, 2026
ამასთნ, უწყება ამბობს, რომ კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან.
„ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, — უთხრეს „ნეტგაზეთს“ უწყებაში.
წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ნეპალში 359-მდე გაიზარდა, 900-ზ მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ტიბეტში დაკარგულად ითვლება სულ მცირე 558 ადამიანი, სამი დაღუპულია, თუმცა უცნობია, ემთხვევა თუ არა ეს მონაცემები ნეპალის მონაცემებს.
ოთხშაბათს დილით ჰიმალაის მთებში მყინვარის ქვედა ნაწილი ჩამოიშალა და ხეობაში ჩამოწვა, რაც, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა მიწისძვრამ გამოიწვია. ყინულისა და კლდის ზვავმა მდინარე ლისდე-ხოლას კალაპოტში ჩამოიარა, რომელიც მთიან საზღვარს მიუყვება. მეწყერმა დაარტყა გირონგის პორტს ტიბეტში, ამ ობიექტზე ჩინეთ-ნეპალის ვაჭრობის თითქმის მესამედი მოდის.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა თავდაპირველად 4.4-ად შეფასდა, სინამდვილეში გამოწვეული იყო მყინვარული კლდისა და ყინულის ჩამოშლით, რასაც ღვარცოფული ნაკადის მოძრაობა მოჰყვა.
ნეპალში 1500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება – სამაშველო სამუშაოები გრძელდება
