ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აქ ცხოვრებას დიდხანს ვეღარ შევძლებთ” – ფოტორეპორტაჟი ყარაბაღიდან

6 ივნისი, 2023 •
“აქ ცხოვრებას დიდხანს ვეღარ შევძლებთ” – ფოტორეპორტაჟი ყარაბაღიდან

მარუტ ვანიანი, სტეპანაკერტი

ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან ლაჩინის კორიდორით აკავშირებს, ნახევარი წელია დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს  ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

ოფიციალურ შეხვედრებზე აზერბაიჯანი უარყოფს გზის ჩაკეტვას და ირწმუნება, რომ ლაჩინი-ხანქენდი [სტეპანაკერტი სომხური სახელწოდება] გზა ღიაა და მასზე საერთაშორისო ნორმების დაცვით მოწყობილი გამშვები პუნქტი რუსი სამშვიდობოების პოსტისგან 20 მეტრის მოშორებით მუშაობს.

რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე

რეალურად კი დღემდე არ არსებობს რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში. ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის არის შესაძლებელი.

სტეპანაკერტის წითელი ჯვრის ოფისის ცნობით, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გადაყვანა შეუძლიათ; ასევე – ოჯახის შეერთების მიზნით.

დღევანდელ დღემდე ლაჩინის კორიდორი წითელმა ჯვარმა მხოლოდ 54- ჯერ გადაკვეთა და 461 პაციენტის და ოჯახის შეერთების მიზნით 600-მდე ადამიანის ტრანსპორტირება შეძლო.

“ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანის მოქალაქეები, როგორც ამას ალიევი გვეუნება, ჩვენ გვაქვს სომხეთის რესპუბლიკის პასპორტები და ვცხოვრობთ მთიან ყარაბაღში”,- ამბობს ეროვნული მოძრაობიდან საინიციატივო ჯგუფის წევრი არტურ გრიგორიანი.

“ისეთი დაავადება მაქვს, ყოველ თვე მჭირდება ექიმთან მისვლა, მაგრამ არ შემიძლია, ვერც ქმარი მიდის, მას მხედველობის პრობლემა აქვს. დახურულ ქვეყანაში ცხოვრებას დიდხანს ვეღარ შევძლებთ”, – სირუშ ალავერდიანი, სოფელ დრმბონის სკოლის მასწავლებელი.

თუკი ყარაბაღის ხელისუფლება მხოლოდ ირიბად ამბობს იმის შესახებ, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, მოქალაქეები ღიად ადანაშაულებენ მას.

7 მარტს სტუდენტებმა და აქტივისტებმა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილის შესასვლელი გადაკეტეს და რუსები ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

თუმცა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ერთნაირად წარმოუდგენლად მიიჩნევს აზრებაიჯანის წიაღში ცხოვრებას, თუნდაც “გაფართოებული უფლებებით”. აქ ყველა ფიქრობს, რომ ეს პროცესები სომხების ეთნიკურ წმენდას უკავშირდება.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

ბლოკადის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების პარალელურად, ადგილობრივებისთვის ეკოლოგიურმა პრობლემებმაც იჩინა თავი. საუბარია სარსანგის წყალსაცავზე, რომელიც ყარაბაღში ერთადერთ ენერგიის წყაროდ დარჩა სომხეთიდან შეწყვეტილი კომუნიკაციების გამო. სარსანგის წყალსაცავმა გვალვების გამო დაშრობა დაიწყო, ყარბაღელების ცნობით კი, აზერბაიჯანელები მას სოფლის მეურნეობის მიზნით იყენებენ.

წყლის უპრეცედენტო დეფიციტის გამო, მოქმედი ენერგოჰესების მიერ ელექტროწარმოება ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ახლა ყოველდღიურ გამოწვევებს დაემატა დღეში რამდენიმესაათიანი ელექტროენერგიის გათიშვა.

7 აპრილს ქალებმა ლაჩინის კორიდორის გახსნის მოთხოვნით სტეპანაკერტში მსვლელობა მოაწყვეს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

7 აპრილს ქალებმა ლაჩინის კორიდორის გახსნის მოთხოვნით სტეპანაკერტში მსვლელობა მოაწყვეს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღში დაახლოებით 30 ათასი ბავშვი ცხოვრობს. ადგილობრივი ომბუდსმენი აცხადებს, რომ სასიცოცხლო გზის ჩაკეტვით მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღში დაახლოებით 30 ათასი ბავშვი ცხოვრობს. ადგილობრივი ომბუდსმენი აცხადებს, რომ სასიცოცხლო გზის ჩაკეტვით მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

მოსახლეობის საპროტესტო აქცის წითელი ჯვრის ოფისთან; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

მოსახლეობის საპროტესტო აქცია 2023 წლის 3 იანვარს წითელი ჯვრის ოფისთან; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღელი აქტივისტი არტურ გრიგორიანი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღელი აქტივისტი არტურ გრიგორიანი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ლაჩინის კოროდორის გახსნის მიზნით შექმნილი ეროვნული მოძრაობის ოფისი; ყარაბაღელი აქტივისტი არტურ გრიგორიანი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ლაჩინის კორიდორის გახსნის მიზნით შექმნილი ეროვნული მოძრაობის ოფისი; 12 დეკემბრიდან დღემდე ყარაბაღში ლაჩინის კორიდორის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც ტარდება. აქტივისტთა ჯგუფმა ასევე შექმნა მოძრაობა “ლაჩინის კორიდორის გახსნითვის”. ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სოფელი დრმბონი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სოფელი დრმბონი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სოფელი დრმბონი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სოფელი დრმბონი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან 2023 წლის 7 მარტს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან 2023 წლის 7 მარტს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან 2023 წლის 7 მარტს; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

რუსმა სამშვიდობოებმა აქციის დროს განაცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბრძანებებს ასრულებენ; აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

რუსმა სამშვიდობოებმა აქციის დროს განაცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბრძანებებს ასრულებენ; აქცია რუსი სამშვიდობოების სამხედრო ნაწილთან ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სარსანგის წყალსაცავი; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი