ახალი ამბები

კრემლი: ვრცელდება პუტინის ფეიკ მიმართვა, თითქოს უკრაინის ჯარი რუსეთში შემოიჭრა

5 ივნისი, 2023 • 1511
კრემლი: ვრცელდება პუტინის ფეიკ მიმართვა, თითქოს უკრაინის ჯარი რუსეთში შემოიჭრა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რადიოში გავრცელდა პუტინის ფეიკ სიტყვა, სადაც იგი თითქოს რუს ხალხს მიმართავს.

პესკოვის თქმით, რადიოსადგურებზე კიბერშეტევა განხორციელდა და პუტინის სახელით აუდიომიმართვა გადაიცა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი თანამემამულეებს ამცნობს ბელგოროდში, ბრიანსკსა და კურსკში უკრაინის ჯარების შეჭრის შესახებ:

„მაუწყებლებს დაუყოვნებლივ ეცნობათ კიბერთავდასხმის შესახებ შესაბამისი უწყებების მიერ. ამჟამად კონტროლი მაუწყებლებზე აღდგენილია“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

როგორც რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Ria წერს, აღნიშნულს გამოეხმაურა ბელგოროდის რეგიონის ოპერაციული ცენტრიც. რადიოთი გადაცემულ განცხადებას მათ დეზინფორმაცია უწოდეს, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების ხელმძღვანელობამ კი აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი მოქალაქეებში პანიკის დათესვა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი