გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა 9 ივნისს ბერლინში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.