ახალი ამბები

„ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ აქციას მართავს

3 ივნისი, 2023 •
„ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ აქციას მართავს

კლინიკა „ვივამედთან“, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მიხელ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ:

„დღეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ამყოფებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან შეძლო და შეებრძოლა რუსულ ბოროტების იმპერია. ციხეში ამყოფებენ იმიტომ, რომ 2008 წელს ის არ გაიქცა ამ ქვეყნიდან და არ დატოვა სრულაიდ საქართველო რუსეტის პირისპირ. პირველი იყო ეს ადამიანი, ვინც პარლამენტის წინ აღმართა ევროკავშირის დროშა და თქვა საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი.

ის ციხეში ჰყავთ იმის გამო, რომ მან კორუმპირებული გაიდან და პოლიციიდან შექმნა თანამედროვე ქართული პოლიცია, თანამედროვე ქართული ჯარი. მისცა სტუდენტს შესაძლებლობა ცოდნით ჩაებარებინა უნივერსიტეტში და მომხვრადიყო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. სჯიან იმიტომ რომ პენსია გაზარდა ათჯერ, ააშენა სიღნაღი, მესტია, ხალხს დაუბრუნა სიამაყე.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ იმიტომ, რომ მან დაამარცხა პუტინი, რუსეთის იმპერია და სამაგალითო გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის მძიმე მდგომაროებაში მან შეძლო და ის მაინც ამარცხებს რუსულ ოცნებას“ – აცხადებს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი