ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსსა და შოტლანდიასთან ცნობილია

2 ივნისი, 2023 • 1352
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსსა და შოტლანდიასთან ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსსა და შოტლანდიასთან ცნობილია. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს კი საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

შემადგენლობა:

მეკარე:

  • გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი),
  • გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი),
  • ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა:

  • გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
  • სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი),
  • ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი),
  • ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია),
  • გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი),
  • ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი),
  • ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო),
  • ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი),
  • გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:

  • ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
  • ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია),
  • ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
  • სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
  • ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი),
  • ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი),
  • საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი),
  • გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
  • ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),
  • გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი),
  • ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია),
  • ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),
  • გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დროში ემთხვევა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს, რომლის თანამასწპინძელი საქართველოცაა. შესაბამისად, ძირითად ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში თამაშს დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი