ახალი ამბები

კრასნოდარსა და ბელგოროდში დრონებით თავდასხმებზე იუწყებიან

31 მაისი, 2023 • 1719
კრასნოდარსა და ბელგოროდში დრონებით თავდასხმებზე იუწყებიან

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ განაცხადა.

„შებეკინოს დაბომბვა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი მსხვერპლია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, იწვის მანქანები“, — დაწერა გუბერნატორმა ტელეგრამის არხზე.

შემდეგ გუბერნატორმა დააზუსტა, რომ 4 ადამიანი დაშავდა, თუმცა არავინ დაღუპულა.

დღეს დილით ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქის შებეკინსკის და გრაივორონსკის რაიონებიდან. პირველი სამასი ბავშვი ვორონეჟში გაიგზავნება.

დრონით თავდასხმაზე განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმაც. გუბერნატორის ინფორმაციით, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, ხანძრის სავარაუდო მიზეზი დრონების დარტყმა გახდა.

ტელეგრამ არხებზე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც აფეთქება ჩანს.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონით თავდასხმა დილის 3 საათზე მოხდა.

რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, აფიფსკის გარდა, კრასნოდარის მხარეში დრონი თავს დაესხა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, თუმცა არ აფეთქდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი