ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი იწყება

30 მაისი, 2023 • 2476
სოხუმში დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი იწყება

დღეს, 30 მაისს, აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ორგანიზებით, სოხუმში, დე ფაქტო მთავრობის შენობების კომპლექსთან, ფართომასშტაბიანი მიტინგი იწყება.

აქციის მიზანია, მოითხოვონ დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომა, რომელიც ოპონენტების რწმენით, “ასხვისებს აფხაზეთის საუკეთესო მიწებს” და “ანტისახელმწიფოებრივ და დამღუპველ ნაბიჯებს დგამს”.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავრობის შენობებთან დაცვის სამსახურები და მილიციაა მობილიზებული. ასევე, შენობებებთან მისასვლელ ტერიტორიებზე მოწყობილია დამცავი კონსტრუქციები და ჯებირები.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, დე ფაქტო უშიშროებისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებმა მოქალაქეებს მოუწოდეს მართლწესრიგისკენ, რათა არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და დესტაბილიზაცია საზოგადოებაში.

აქციის დაწყებამდე დე ფაქტო მთავრობის შენობებთან დამცავი კონსტრუქციები დაამონტაჟეს

მასალების გადაბეჭდვის წესი