ახალი ამბები

კიევზე დრონებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

30 მაისი, 2023 • 677
კიევზე დრონებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

30 მაისის ღამეს რუსეთმა ირანული დრონებით მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებზე.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ქალაქის სხვადასხვა რაიონში სახლები და მანქანები დაზიანდა. კიევის რეგიონის სამართალდამცავებმა მიიღეს 50-ზე მეტი შეტყობინება. რუსების მიერ ღამის თავდასხმის დროს სახლების, ოფისების, მაღაზიებისა და მანქანების დაზიანების შესახებ 4 ადამიანი დაშავდა.

„მოქალაქეებისგან უკვე გვაქვს 50-ზე მეტი შეტყობინება სახლების, ბინების, ოფისების, მაღაზიების, ავტოფარეხების და მანქანების დაზიანების შესახებ. სამწუხაროდ, აფეთქების შედეგად 4 მსხვერპლი გვყავს“, — განაცხადა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 31 „შაჰედიდან“ 29 გაანადგურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი