26 მაისის აღსანიშნავად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (არ ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლმა და უმაღლესმა იერარქმა ეპიფანემ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს.
“ქართული ლეგიონი” უკრაინის არმიაში შემავალი უცხოელთა ყველაზე დიდი დანაყოფია. მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ლეგიონში 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე მებრძოლი ერთიანდება.
გაიგეთ მეტი “ქართული ლეგიონის შესახებ
https://batumelebi.netgazeti.ge/news/423336/