ახალი ამბები

არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები შუაშისტურ პარტიებად შეიფუთონ – კობახიძე

25 მაისი, 2023 • 712
არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები შუაშისტურ პარტიებად შეიფუთონ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „შუაშისტური“ პარტიები „არანაცმოძრაობად“ არ უნდა შეიფუთონ.

ასეთ პარტიებად კობახიძე „ლელოს“, „გირჩსა“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ასახელებს.

ამ განცხადებით კობახიძე იზიარებს ზაზა შათირიშვილის აზრს, რომელიც ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად პოზიციონირებს. მსგავსი პათოსის განცხადება დღეს, 25 მაისს, მანაც გაავრცელა.

„სიღრმეში არ მინდა შევიდე, მაგრამ მსურს, საზოგადოებას ვუთხრა ერთი რამ, რომ არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, როგორიცაა იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ამაზე თუ არის საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა. საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი