ახალი ამბები

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი „იმედის“ საინფორმაციოს უხელმძღვანელებს

22 მაისი, 2023 • 1559
პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი „იმედის“ საინფორმაციოს  უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად ფეიქრიშვილმა დაუდასტურა.

მიშა ფეიქრიშვილის თქმით, ის „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან, შეუდგა.

მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტში 2019 წლიდან მუშაობდა – ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გახდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი ტელეკომპანია „იმედში“ ინაცვლებს. მაგდა ანიკაშვილი, რომელიც ასევე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, საკანონმდებლო ორგანოდან სამუშაოდ „იმედში“ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი