ახალი ამბები

ენმ-ის შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა

22 მაისი, 2023 • 496
ენმ-ის შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა.

შიდაპარტიული არჩევნების კომისიის თავმჯდომარის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მამუკა ქარდავა აირჩიეს.

„დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრცველთა შორის. გამარჯევბულმა კანდიდატმა მიიღო 1451 ხმა, გაიმარჯვა მამუკა ქარდავამ, მეორე კანდიდატმა ბაჩანა ქანთარიამ მიიღო 650 ხმა.“ – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ

რაც შეეხება მარნეულს, ენმ-ის ცნობით, აქ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აზატ ქერიმოვი აირჩის. პარტიის ინფორმაციით, მარნეულში შიდაპარტიულ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1051-მა ადამიანმა გამარჯვებულმა კანდიდატმა – აზატ ქერიმოვმა მიიღო 660 ხმა და 392 ხმა მიიღო ელდარ მუსტაფაევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი