ახალი ამბები

28 მაისს პარლამენტთან გაიმართება აქცია „გარუსების პოლიტიკის“ წინააღმდეგ

19 მაისი, 2023 • 903
28 მაისს პარლამენტთან გაიმართება აქცია „გარუსების პოლიტიკის“ წინააღმდეგ

„ევროპული საქართველო“ პარტნიორებთან ერთად 28 მაისს, პარლამენტთან, აქციაას აანონსებს. როგორც მედიისთვის გაგზავნილ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისინი „გარუსების პოლიტიკას“ გააპროტესტებენ.

პარტიასთან ერთად აქციას ატარებენ „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“.

აქციის ფარგლებში, დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, შოთა რუსთაველისა და სხვა ქართველი მწერლების თუ საზოგადო მოღვაწეების ციტატები.

„გადავწყვიტეთ, 28 მაისს გავაცოცხლოთ ისტორია და ქართულ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ქართველი ლიბერალები მრავლად ვართ
ქართული ისტორიული მემკვიდრეობის, ამბორსი ხელაიას, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, მიხეილ ჯავახიშვილის და სხვების მემკვიდრეობისგამვრცელებლები.

ამიტომ დავბეჭდეთ ეს ციტატები, რომ ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ, ვის ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ეროვნულიგმირები და რას მიიჩნევდნენ ქართველი ხალხისთვის გამოსავლად“, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი