თურქეთში დღეს, 14 მაისს, მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება. ქვეყანამ უნდა აირჩიოს როგორც პრეზიდენტი, ისე — საკანონმდებლო ორგანო.
მთავარი ბრძოლა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიმდინარეობს: მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი საერთო ოპოზიციური კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღულია, რომელიც უფრო მეტი სეკულარიზმისა და დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოების მომხრეა.
ქილიჩდაროღლუმ საარჩევნო კამპანია თანამედროვე, სეკულარული თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში დაასრულა.
ფოტო: ანკარა. 13 მაისი. EPA-EFE/MANUEL DE ALMEIDA
რაც შეეღება ერდოღანს, მან საარჩევნო კამპანიის ფინალში სტამბოლში, მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში ილოცა.
არჩევნების დღეს ხალხმრავლობა იყო საარჩევნო უბნებთან.
თურქეთში მიმდინარე არჩევნებზე ასევე წაიკითხეთ:
