ახალი ამბები

მოსკოვი: „უკრაინა ფრონტის 95-კილომეტრიან მონაკვეთზე შეტევაზე გადმოვიდა“

12 მაისი, 2023 • 923
მოსკოვი: „უკრაინა ფრონტის 95-კილომეტრიან მონაკვეთზე შეტევაზე გადმოვიდა“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოლედარის მიმართულებაზე, ფრონტის ხაზის 95-კილომეტრიან მონაკვეთზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდა.

რუსული მხარის მტკიცებით, მოხერხდა ორმოცამდე ტანკისა და ათასზე მეტი ქვეითის ყველა იერიშის მოგერიება.

რაც შეეხება რუსულ ტელეგრამ-არხებში გავრცელებულ ცნობებს უკრაინული კონტრიერიშის დაწყების შესახებ, მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ისინი „არ შეესაბამება სიმართლეს“.


12 მაისის დილით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მოახერხა 2 კილომეტრით წინ წაწევა ბახმუტის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი