ახალი ამბები

უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტში 2 კილომეტრით წინ წაიწია

12 მაისი, 2023 • 945
უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტში 2 კილომეტრით წინ წაიწია

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტში, 2 კილომეტრით წინ წაიწია.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, ამ კვირაში ბახმუტში უკრაინელებს  ერთი პოზიციაც არ დაუკარგავთ.

„მტერმა ვერ მოახერხა თავისი გეგმების რეალიზება და ცოცხალ ძალაში დიდი დანაკარგები განიცადა“, – აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, რუსები განგებ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ტყვია-წამლის ნაკლებობაზე, რათა გაამართლონ არსებული ვითარება.

რუსული მხარის, კერძოდ კი „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტის 95%-ს კვლავ რუსეთი აკონტროლებს. თუმცა პრიგოჟინი აღიარებს, რომ ფლანგებზე მოწინააღმდეგემ „რიგი წარმატებული კონტრიერიში“ განახორციელა.

ბახმუტში მან რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც მიიწვია და მათი კონფლიქტის გათვალისწინებით, ირონიულად გაუსვა ხაზი შოიგუს „მრავალწლიან გამოცდილებას სამხედრო მოქმედებების ჩატარებაში“.

წყაროებზე დაყრდნობით, „სი-ენ-ენი“ იტყობინება, რომ უკრაინა კონტრიერიშზე გადასვლამდე ატარებს მოსამზადებელ ოპერაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი