ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხოლოდ ერთ თვეში რუსებმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

12 მაისი, 2023 • 1730
მხოლოდ ერთ თვეში რუსებმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

“2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებში 45 კანონდამრღვევია დაკავებული, მათ შორის, როგორც სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევისთვის, ასევე, სასაზღვრო რეჟიმის”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

45 დაკავებულიდან, როგორც დე ფაქტო უწყება აცხადებს, ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენეს, ნაწილის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

უკანონო დაკავების უკანასკნელი ფაქტი, ქართული მხარის ცნობით, გუშინ, 11 მაისს მოხდა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, “საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე”.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის 11 მაისის განცხადებაში.

რუსებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი