ახალი ამბებირეკლამა

KfW-ს განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია

10 მაისი, 2023 • 610
KfW-ს განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია

გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, KfW-ს განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი კრისტიანე ლაიბახი და დირექტორი ვერონიკა გარსია დელ არკო, მაღალი რანგის  სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ეწვივნენ და შეხვდნენ გენერალურ დირექტორ გიორგი გიგინეიშვილს და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს ენერგოსექტორის ძირითადი გამოწვევები, მეზობელ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებში თანამონაწილეობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ასევე ეწვევიან ქვესადგურს „ახალციხე 500“, რომლის მშენებლობაც, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, KfW-ს განვითარების ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული.

KfW-ს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა და უზრუნველყოს დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გადადინება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი