ახალი ამბები

“მორიგი რუსული პროვოკაცია!” — პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

10 მაისი, 2023 • 930
“მორიგი რუსული პროვოკაცია!” — პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პროვოკაციად აფასებს ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დღეს, 10 მაისს დაწერა.

“მორიგი რუსული პროვოკაცია!

პირდაპირი ფრენების განახლება და საქართველოსთან სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია!”, — წერს ზურაბიშვილი.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი