ახალი ამბები

დღეს ზოგადი უნარების გამოცდას მაგისტრის ხარისხის მსურველები ჩააბარებენ

7 ივლისი, 2010 • • 1352
დღეს ზოგადი უნარების გამოცდას მაგისტრის ხარისხის მსურველები ჩააბარებენ

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები დღეს იწყება.  მაგისტრის ხარისხის მსურველები დღეს, ზოგადი უნარების გამოცდის პირველ ეტაპზე, ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას  ჩააბარებენ. ერთიან  ეროვნულ ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული.

ზოგადი უნარების გამოცდას მომავალი მაგისტრანტები ორ ეტაპად გაივლიან. დღეს ისინი ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას ჩააბარებენ, ხოლო ხვალ, გამოცდის მეორე ნაწილში, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც დააკვირდება, რომელიც 14.00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრება.

ერთიან სამაგისტრო ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული.

მაგისტრანტობის ყოველ კანდიდატს უფლება აქვს, მის მიერ მიღებული ქულები სამი წლის განმავლობაში შეინახოს. ქულების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ტესტის ოთხივე ნაწილში ერთად. მაგისტრის ხარისხის მსურველს, რომელიც ქულებს მომავალი წლისათვის შეინახავს, მიმდინარე წლის რეიტინგულ სიაში პროპორციულად იგივე ადგილი მიენიჭება, რომელსაც ის გამოცდების ჩაბარების დროს აიღებს.

ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტექნიკურ უნივსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტსა და თ.ს.უ.-ს მაღლივ კორპუსში ჩატარდება. გამოცდა 14.00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი