ახალი ამბები

ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

9 მაისი, 2023 • 1439
ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ იტყობინება.

უწყების განცხადებით, მამა, მეზობელთან ერთად, არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ [მამა] არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი სმე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი