ახალი ამბები

არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფო დიპლომს გასცემენ

7 ივლისი, 2010 • • 2565
არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფო დიპლომს გასცემენ

არააკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლებში სახელმწიფო დიპლომის აღება შესაძლებელი გახდება. უნივრსიტეტი, რომლსაც მიენიჭება ლიცენზია და არა აკრედიტაცია, გასცემს სახელმწიფო დიპლომს. ამას ,,განათლების შესახებ კანონში”  ცვლილება ითვალისწინებს.

არააკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ეროვნული გამოცდების მიხედვით მოხდება. თუმცა ცვლილების თანახმად, სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გიორგი ხუროშვილი განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილება იმ სტუდენტებს, რომლებიც არაარკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ წლების განმავლობაში, საშუალებას მისცემს, რომ არ დაზარალდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი