სინოპტიკოსების პროგნოზით დღეიდან თბილისში ამინდი გაუარესდება.
თბილისში უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია არქტიკული ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთის შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით:
,,იქნება დროგამოშვებით წვიმები. ზომიერზე მეტი ელჭექიც, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულებით ქარის გაძლიერება. სეტყვის პროცენტული შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი, პარასკევს და შაბათს შეიძლება უფრო დათბეს’’, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Meteo.gov.ge-ის თანახმად, თბილისსში უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი შემდეგია:
9 მაისი: +22°, +12° და წვიმა;
10 მაისი: +23°, +11° და წვიმა;
11 მაისი: +20°, +12° და წვიმა.
ავტორი: ლიზა ბულია





