ახალი ამბები

WHO-მ კოვიდზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა მოხსნა

5 მაისი, 2023 • 973
WHO-მ კოვიდზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა მოხსნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსზე ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა მოხსნა. საგანგებო რეჟიმი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო სამი წლის წინ დაწესდა და მისი გაუქმება პანდემიის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვირუსის შედეგად გარდაცვალების პიკური მაჩვენებელი 2021 წლის იანვარში ფიქსირდებოდა, როცა კვირაში კორონავირუსის შედეგად 100 000 ადამიანი იღუპებოდა, მიმდინარე წლის აპრილში კი ეს მაჩვენებელი 3 500-მდე შემცირდა.

WHO-ის განცხადებით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში, ჯამში, სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი