ახალი ამბები

მორიგი ჩხრეკა “ქოლცენტრების” საქმეზე? – თბილისში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

5 მაისი, 2023 • 1400
მორიგი ჩხრეკა “ქოლცენტრების” საქმეზე? – თბილისში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

როგორც „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი პასუხს ელოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი