ახალი ამბები

ნინო ხარატიშვილს გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემია გადასცეს

4 მაისი, 2023 • 1397
ნინო ხარატიშვილს გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემია გადასცეს

ნიურბერგის ლიტერატუტურლმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია. წელს დაჯილდოების ლაურეატი გახდა გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი.

„საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენასთან ერთად, საკუთარ ნაწარმოებებში ავტორი ახერხებს გადმოსცეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევრპული ხასიათი. სწორედ პირადი ბედისწერისა და ისტორიული მოვლენების ერთობლიობის ასახვაა ის, რაც აქტუალობას ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის კონტექსტში, რომლის გადმოცემასაც ძნელად თუ შეძლებდა სხვა ლიტერატურული ხმა”, — ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა 2 მაისს, სადაც ნინო ხარატიშვილმა წარადგინა თავისი ახალი რომანი „უკმარი სინათლე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი