ახალი ამბები

მელიტოპოლში საოკუპაციო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ააფეთქეს

2 მაისი, 2023 •
მელიტოპოლში საოკუპაციო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ააფეთქეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ოკუპირებულ მელიტოპოლში თავდასხვა მოხდა მოსკოვის დანიშნული საოლქო შსს-ს ხელმძღვანელის მოადგილეზე. ამჟამად იგი ჰოსპიტალიზირებულია.

არსებული ინფორმაციით, მის სახლთან ბომბი აფეთქდა. იმავე ინფორმაციას ავრცელებს ქალაქის ლეგიტიმური მერი ივან ფიოდოროვი.

ფიოდოროვის ცნობით, აფეთქება დილით, 6 საათსა და 45 წუთზე მოხდა, მაშინ, როცა საოკუპაციო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი სახლის კარიბჭეს აღებდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ოკუპირებულ მელიტოპოლში საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა ხდება.

გარეკანის ფოტო რუსული მხარის მიერაა გავრცელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი