ახალი ამბები

მელიტოპოლში რუსეთის დანიშნული ჩინოვნიკი მანქანაში ააფეთქეს

3 აპრილი, 2023 • 1673
მელიტოპოლში რუსეთის დანიშნული ჩინოვნიკი მანქანაში ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებელ მელიტოპოლში ავტომობილი აფეთქდა, დაშავებულია რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი. ამას ადასტურებენ როგორც ქალაქის უკანონო რუსული, აგრეთვე კანონიერი, უკრაინული ადმინისტრაცია.

რუსული სამთავრობო მედიის, „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაშავებულია მაქსიმ ზუბარევი, ოკუპირებული აკიმოვკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საოკუპაციო ადმინისტრაციის ცნობით, ზუბარევი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი