ახალი ამბები

„სასიამოვნო სანახავი იყო“ – წილოსანი „უცნობის“ აქციაზე

1 მაისი, 2023 • 1248
„სასიამოვნო სანახავი იყო“ – წილოსანი „უცნობის“ აქციაზე

„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ნინო წილოსანი გია გაჩეჩილაძის [იგივე „უცნობის“] მიერ გამართულ აქციას მიესალმება და ამბობს, რომ ახლა მშვიდობა უპირატესი მიზანია.

„ბოლო დროს ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით გამსჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო და ეს იყო ამ შეკრების დევიზი“, – ციტირებს მას „იმედი“.

წილოსანმა აგრეთვე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და არსებული ღირებულებების დაცვა:

„მშვიდობა არის უპირატესი მიზანი ახლა, მძიმე საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება და თავისთავად მშვიდობის ფონზე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს, თავისთავად ეს ყველაფერი გვაერთიანებს აქციის მონაწილეებთან“, – თქვა დეპუტატმა.


გუშინ, 30 აპრილს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია. აქციას სახელად ერქვა „მოვდივარ“.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი