ახალი ამბები

ერდოღანის თქმით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

1 მაისი, 2023 • 1185
ერდოღანის თქმით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სადაზვერვო სამსახურებმა სირიაში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში.

სატელევიზიო მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაზვერვა დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ალ-ყურაშის და 29 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლა.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი ტერორისტებთან ბრძოლას განაგრძობს და ამას წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში, თუმცა ევროპამ „ეს არ იცის, ან არ სურს იცოდეს“.

„სი-ენ-ენ“-ის ცნობით, ალ-ყურაში „ისლამურ სახელმწიფოს“ სათავეში წინა წლის ოქტომბერში ჩაუდგა, როდესაც მისი წინამორბედი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშემი სირიის თავისუფალმა არმიამ მოკლა.


„ისლამური სახელმწიფო“ სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას აღმოცენდა და გარკვეული პერიოდი ერაყისა და სირიის ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებდა. ტერორისტული ორგანიზაცია 2017-18 წლებში ფაქტობრივად გაანადგურეს, თუმცა ცალკეული თავდასხმები მათი მხრიდან ჯერაც ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი