ახალი ამბები

სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის

29 აპრილი, 2023 •
სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ გამოიწვია.

როგორც რაზვოჟაევი აცხადებს, ხანძარი დაახელოებით 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. თუმცა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი ირწმუნება, რომ ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ და მას აზუსტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი