ახალი ამბები

ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024-ში პრეზიდენტად იყრის კენჭს

25 აპრილი, 2023 • 752
ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024-ში პრეზიდენტად იყრის კენჭს

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ იყრის კენჭს.

„ყველა თაობისთვის დგება მომენტი, როცა დემოკრატიისთვის ბრძოლაა საჭირო. ბრძოლა ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის. მჯერა, რომ ჩვენთვის ეს მომენტი დადგა.

ამიტომ ვიყრი კენჭს ხელახლა არჩევისთვის. შემოგვიერთდით, დავამთავროთ საქმე“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს გამარჯვებას ბაიდენი. ამჟამად მისი მუშაობით გამოკითხულთა 42,5% არის კმაყოფილი, 52,8% – უკმაყოფილო. აგრეთვე, ამერიკელების უმრავლესობის [70%] გარდა, მისივე „დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერთა 51% მიიჩნევს, რომ ბაიდენი მეორე ვადაზე არ წავიდეს.

80 წლის ბაიდენი ისტორიაში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. 2024 წლის არჩევნებისთვის იგი თითქმის 82 წლის იქნება, ხოლო თუ ამ არჩევნებზე გაიმარჯვებს, 2029 წლის იანვარში ოვალურ კაბინეტს 87 წლის ასაკში დატოვებს.

ჯო ბაიდენის ბიოგრაფიას და პოლიტიკურ გზას შეგიძლიათ გაეცნოთ მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი