ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო კინოკრიტიკის პორტალს ქმნის

25 აპრილი, 2023 •
კულტურის სამინისტრო კინოკრიტიკის პორტალს ქმნის

კულტურის სამინისტრო, მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, „ისტორიაში პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალის“ შექმნის შესახებ იუწყება. უწყების განცხადებით, პროექტზე წელს 60 000 ლარია გამოყოფილი.

პლატფორმას „ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW) ერქმევა და მას უხელმძღვანელებენ კინორეჟისორი ხათუნა ხუნდაძე, კინოკრიტიკოსი ზვიად დოლიძე და „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. იგეგემბა, რომ პორტალი ორენოვანი იქნება.

წულუკიანის განცხადებით, პროექტი „უპრეცედენტოა“ და რეცენზიების დაწერის საშუალება ექნებათ როგორც უკვე შემდგარ კრიტიკოსებს, აგრეთვე „კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტებს“.

„პორტალზე მუშაობის პროცესში მონაწილეობენ პროფესიონალი და კინომცოდნეობის სტუდენტები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულ თუ სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კინოკრიტიკის განვითარებასა და ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში“, – ამბობენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი