ახალი ამბებისაზოგადოება

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის უმეტესობა „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო

25 აპრილი, 2023 • 1091
IRI-ის კვლევა: მოსახლეობის უმეტესობა „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეთანხმება, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონის მიღება:

  • ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს;
  • კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო;
  • კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დააახლოებდა.

კერძოდ, გამოკითხულთა 60% სრულად (42%) ან ნაწილობრივ (18%) ეთანხმება, რომ ეს კანონი „ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 18% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

56% (38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ) ეთანხმება, რომ „კანონის მიზანი არასამთავრობოების და მედიის გაჩუმება იყო“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 21% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

56% (38% – სრულად, 18% – ნაწილობრივ) ეთანხმება, რომ „კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დააახლოებდა“. 22% (7% – ნაწილობრივ, 15% – სრულად) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 22% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.

მოსაზრებას, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი ეთანხმება. კერძოდ, 13-13 პროცენტი ამ მოსაზრებას სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება. 10% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 40% – სრულად. 26% კითხვას არ პასუხობს ან პოზიცია არ აქვს.


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი