ახალი ამბები

ხელისუფლება ორგანოთა ტრანსპლანტაციაზე კანონის მიღებას გეგმავს

24 აპრილი, 2023 • 2496
ხელისუფლება ორგანოთა ტრანსპლანტაციაზე კანონის მიღებას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა ქსოვილების და უჯრედების გადანარგვის მიმართულებით კანონმდებლობას მოაწესრიგებს.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

„დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება 1 მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას.

გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო აყალიბებს სრულყოფილ სისტემას იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების, სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი