ახალი ამბები

The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს

23 აპრილი, 2023 • 2881
The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს

საქართველოში The Killers-ის კონცერტის ბილეთის ფასები 100-დან – 500 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.

ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება, შესაბამისი ინფორმაცია ბლექ სი არენამ გამოაქვეყნა, სადაც უნდა ჩატარდეს ეს კონცერტი 15 აგვისტოს.

2023 წლის ზაფხულში საქართველოში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება.

იმეჯინ დრაგონსის კონცერტი 31 აგვისტოსაა დაგეგმილი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ხოლო ქილერსის – 15 აგვისტოს ბლექ სი არენაზე.

გარდა ამისა ზაფხულში, სხვადასხვა დროს ჩატარდება დამიან ლაზარუსის, ნაი როჯერს & შიკი-ისა და FKJ-ის კონცერტები.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას გეგმავს.

მისი თქმით, კონცერტები გაიმართება თბლისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“:

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან, ივნისი, ივლისი, აგვისტო, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი