ახალი ამბებირეკლამა

რე|ბანკის და Animal Project-ის ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

21 აპრილი, 2023 • 1461
რე|ბანკის და Animal Project-ის ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა რე|ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან დღემდე არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა.

წელს Animal Project-თან ერთად დაიგეგმა მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია ქალაქ ზუგდიდში, რისთვისაც რე|ბანკმა გამოყო 15 000 ლარი. სტერილიზიაცია ჩაუტარდება ასამდე მიუსაფარ ძაღლს.

ცხოველის გასტერილების შემდეგ:

  • პოზიტიურად იცვლება ცხოველის ქცევა – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
  • მნიშვნელოვნად მცირდება გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი; ხდება სიმსივნური დაავადებების პრევენცია;
  • დაახლოებით 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • შემცირდება ქუჩაში მყოფი ცხოველების რაოდენობა და უკონტროლო გამრავლება.

ბევრი შინაური ცხოველი ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვის და თავშესაფრის გარეშე ცხოვრობს, განსაკუთრებით მძიმეა მათი მდგომარეობა რეგიონებში. სტერილიზაცია/კასტრაცია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ეფექტური და ჰუმანური მეთოდია, რომელსაც Animal Project-ის გუნდი რე|ბანკის მხარდაჭერით განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი