ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ქალებს ჯარში ნებაყოფლობით გაიწვევენ – კანონპროექტი

21 აპრილი, 2023 • 1787
სომხეთში ქალებს ჯარში ნებაყოფლობით გაიწვევენ – კანონპროექტი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა სომხეთის მთავრობის დღევანდელ, 21 აპრილის სხდომაზე წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სომხეთში დაინერგება “საკუთარი ნების საფუძველზე სავალდებულო ჯარის სისტემა ქალებისთვის”. სომხეთის მთავრობამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპოექტის შესაბამისად, ქალები ნებაყოფლობით წავლენ ჯარში 6 თვის ვადით და ამ შემთხვევაში სამხედრო სამსახურის მოხდა სავალდებულო იქნება.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებითვე, ქალები განაწილდებიან სასწავლო-სამხედრო ნაწილებში და აქვე გაივლიან სამხედრო სამსახურს. 6 თვის შემდეგ კი მიიღებენ ხელფასს 1 მილიონი დრამის [დაახლოებით, 2.5 ათასი აშშ დოლარი] ოდენობით. ასევე, ჯარის გავლის შემდეგ ქალები მიიღებენ უფლებას 5- წლიანი კონტრაქტით მუშაობის დაწყებაზე.

სომხეთის მთავრობამ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი