ახალი ამბები

ზაფხულში საქართველოში Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება

20 აპრილი, 2023 • 6730
ზაფხულში საქართველოში Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება

2023 წლის ზაფხულში საქართველოში Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება.

იმეჯინ დრაგონსის კონცერტი 31 აგვისტოსაა დაგეგმილი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ხოლო ქილერსის – 15 აგვისტოს ბლექ სი არენაზე.

შესაბამის ინფორმაციასა და აფიშას ბლექ სი არენას ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

გარდა ამისა ზაფხულში, სხვადასხვა დროს ჩატარდება დამიან ლაზარუსის, ნაი როჯერს & შიკი-ისა და FKJ-ის კონცერტები.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას გეგმავს.

მისი თქმით, კონცერტები გაიმართება თბლისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“:

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან, ივნისი, ივლისი, აგვისტო, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი