ახალი ამბები

ვერ ვიტყოდი, რომ სტატუსის მონიჭების შანსი 50%-ზე მეტია — კობახიძე

20 აპრილი, 2023 • 1219
ვერ ვიტყოდი, რომ სტატუსის მონიჭების შანსი 50%-ზე მეტია — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება რეგიონში მოვლენების განვითარებაზე.

„სავარაუდოდ, მაგ დროისთვის ომის უკრაინაში არ იქნება დასრულებული სხვადასხვა ფაქტორის გამო — მათ შორის იმის გამო, რომ ბევრი არჩევნები უწევს მომავალ წელს, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენ მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი , მაგრამ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე გადაწყვეტილების მიიღებს მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი