ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში “კავკასიური ცაცხვის” გადაჭრის ფაქტზე საქმე აღძრეს

19 აპრილი, 2023 • 2345
აფხაზეთში “კავკასიური ცაცხვის” გადაჭრის ფაქტზე საქმე აღძრეს

აფხაზეთში, სოფელ ლიხნაშტში, “კავკასიური ცაცხვის” გადაჭრის ბრალდებით გუდაუთის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

11 აპრილს კი დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთი მათგანი საქმის გამოძიების დასრულდებამდე პატიმრობაშია.

თითქმის ორსაუკუნოვანი ცაცხვის ხე ბენზოხერხით 5-6 აპრილს დააზიანეს. ეს კონკრეტული ხე არა მხოლოდ ბუნებრივი ძეგლია აქ, ის აფხაზური დემოკრატიის სიმბოლოდაც მიიჩნევა. სწორედ ამ ხის ქვეშ ამცნეს აფხაზებს, რომ გაუქმდა ბატონყმობა. ამ ცაცხვის ქვეშ აფხაზები იღებდნენ გადაწყვეტილებას, შეერთებოდნენ თუ არა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას. აქ წყდებოდა კოლექტივიზაციის საკითხიც, გლეხების მომავალი კოლმეურნეობებში. აქ კრებდა ხალხს აფხაზების დიადი ლიდერი ვლადისლავ არძინბა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს ცაცხვი არის წმინდა ხე და ამასთან, ტრადიციული აფხაზური, წარმართული კულტურის ნაწილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი