ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი სომხეთისგან მოელის განცხადებას, რომ “ყარაბაღი აზერბაიჯანია”

19 აპრილი, 2023 • 1541
ალიევი სომხეთისგან მოელის განცხადებას, რომ “ყარაბაღი აზერბაიჯანია”

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთისგან მოითხოვს მკაფიო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ყარაბაღი აზერბაიჯანია”.

“სომხეთი, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ “ყარაბაღი სომხეთია და წერტილი”, დღეს უკვე ოფიციალურად უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ: “ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი”, ეს იმ შემთხვევაში, თუ მზადაა სამშვიდობო შეთანხმება გავაფორმოთ”, – ასე პასუხობს ალიევი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რომელიც მან 18 აპრილს გააკეთა.

ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგან.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური იქნება, თუკი ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ორაზროვანების გარეშე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ვალდებულებას აიღებს, რომ არასოდეს ექნებათ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არც დღეს და არც ოდესმე. მინდა დაგიდასტუროთ, რომ სომხეთი სრულფასოვნად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობსა და ველით, რომ აზერბაიჯანიც იმავეს გააკეთებს, სსრ ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთლიანი ტერიტორიის აღიარებით”.

ამასთან, ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია, სომხეთის და აზერბაიჯანის რომელი წლების ფარგლებში არსებულ ტერიტორიებს გულისხმობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი