თბილისში, ვარკეთილში, ავტომანქანა 15 წლის მოზარდს შეეჯახა. მოზარდი დაიღუპა, მძღოლი კი — დააკავეს.
შემთხვევა 18 აპრილის ღამით მოხდა. პირველადი ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, შსს-ს თანახმად, პოლიციამ დააკავა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.