ახალი ამბები

ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 აპრილი, 2023 • 2526
ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 15 აპრილს მოხდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ასაკოვანი ქალი დაღუპული დახვდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი