ახალი ამბები

„სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის ინტერესებს“ — ენმ მელიას ახალ ოფისზე

15 აპრილი, 2023 • 1703
„სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის ინტერესებს“ — ენმ მელიას ახალ ოფისზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს და ნიკა მელიას გუნდის მიერ ახალი ოფისის გახსნას ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები პარტიის განცხადებით, თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი
ორგანოები ჰყავს. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში.

მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს “რუსული ოცნების” მტრული პროპაგანდის განმტკიცებას“ — აცხადებენ პარტიაში.

ენმ-ის განცხადებით, პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც მათი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ. პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ:

„ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.

“ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობის და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს“ — ნათქვამია განცხადებასი.

გუშინ, 15 აპრილის ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტით ცნობილი გახდა, რონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდოამრემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მარტავს შეხვედრებს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია ბაჩო დოლიძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, ოფისი მელიას თანამოაზრეებმა საკუთარი ხარჯებით გახსნეს და რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარეს ოფიციალურადაც აცნოვბეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი