ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა ქართული მხრიდან ავტომობილის, შინაური ფრინველის შეტანის უფლება გასცა

13 აპრილი, 2023 • 9464
სოხუმმა ქართული მხრიდან ავტომობილის, შინაური ფრინველის შეტანის უფლება გასცა

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულება  ადგენს იმ საქონლის ნუსხას, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე უკვე შესაძლებელია.

მათ შორისაა მრავალწლიანი და ერთწლიანი ნერგები, თესლი, ცოცხალი შინაური ფრინველი, შინაური ცხოველის საკვები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ავტომობილები, ავტომობილის ნაწილები, სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთი.

აფხაზური მხარის წარმომადგენელი, საბაჟო სამსახურის კომიტეტის უფროსი ალიას ლაბახუა რუსულ სპუტნიკთან საუბარში აზუსტებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება. ამასთან, როგორც ის ამბობს, ამისთვის მოქალაქეებმა საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადონ.

ასევე, ლაბახუას განმარტებით, ნებისმიერი ჩამოთვლილი პროდუქცია, რომელსაც ქართული სავაჭრო ნიშანი ექნება, აფხაზურ მხარეს გადატანას არ დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი