ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს “ატყუებდა, რომ აშშ-ში არალეგალურად გადაიყვანდა”

11 აპრილი, 2023 • 1467
დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს “ატყუებდა, რომ აშშ-ში არალეგალურად გადაიყვანდა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მოტყუებით ჰპირდებოდა მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას, თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.

„საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს“ ,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადითი ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი