თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) გაჩერებულია.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ამბობენ, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული ტექნიკური ხარვეზის გამოა და ადგილზე უკვე მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები.

ამ ეტაპზე მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია.

განახლება: კომპანიაში განაცხადეს, რომ მოძრაობა სრულად აღდგა.