აფიშაახალი ამბები

ჯაზ თეიქს სუპერგრუპი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

1 მაისი, 2023 • 936
ჯაზ თეიქს სუპერგრუპი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

9 მაისს, 21:00 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ სთარ სთეიჯს დაიკავებს “ჯაზ თეიქს სუპერგრუპი”  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason).

საერთაშორისო ჯაზ-გაერთიანებამ წარადგინა უახლესი პროექტი, სახელწოდებით – “ჯაზ თეიქს სუპერგრუპი”. ოთხი ლეგენდარული მუსიკოსი აწარმოებს მუსიკალურ მოგზაურობას ნილს ლან დოკის (Niels Lan Doky) მიერ შემუშავებული, ძალიან წარმატებული კონცერტების სერიით – „Jazz Takes”.

„Jazz/Takes” სერია არის განსაკუთრებული კოლაბორაციის შედეგი, რომელიც ჩამოყალიბდა მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო ინსტიტუციებსა  (ლუიზიანის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დანიაში) და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით შემსრულებელსა და პროდუსერ ნილს ლან დოკს შორის.

„ნილს ლან დოკის საერთაშორისო ჯაზ-კოლექტივი“ არის ლეგენდარული მუსიკოსების ასოციაცია სამი სხვადასხვა კონტინენტიდან (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა), რომლებიც დაკავშირებული არიან განსაკუთრებულ ჯაზისმიერ შესრულებებთან.

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ნილს ლან დოკი ფორტეპიანოზე უკრავს. საქსოფონზე – ბილ ევანსი, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა მაილზ დევისთან თანამშრომლობით. კოლექტივში ერთ-ერთია ლეგენდარული ბასგიტარისტის, ჯაკო პასტორიუსის შვილი ფელიქს პასტორიუსი, რომელსაც მრავალ გამორჩეულ მუსიკოსთან აქვს დაკრული, მათ შორის – ბობი მაკფერინთან და დევიდ გილმორთან.  დაბოლოს, დრამზე უკრავს ჰარვეი მეისონი, რომელიც სტუდიური ჩანაწერებით არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ბიორკთან, ჯეიმს ბრაუნთან და სელინ დიონთან.

მაშინ, როცა Jazz/Takes საკონცერტო სერიების შემოქმედებითი ამოცანა საკმაოდ რთულია, მისი არსი ბევრად უფრო მარტივია: ჯაზისმიერი პერსპექტივით გააკეთოს თანამედროვე მუსიკის კანონიკური/ფესვგადგმული ჟანრების ინტერპეტაცია. JAZZ/TAKES SUPERGROUP შეასრულებს როგორც საკუთარ თვითმყოფად ნაწარმოებებს, ისე ჯაზისმიერ ინტერპრეტაციებს მნიშვნელოვანი მუსიკალური ჟანრებიდან, როგორებიც არის 90-იანების „Grunge” ( Jam, Soundgarden, Alice In Chains, Nirvana, Soundgarden). 70-იანი წლების დისკო (Chic, Abba, Sister Sledge), მძიმე მეტალი (Metallica), 90-იანი წლების ჰიპ ჰოპი (Nas, Notorious B.I.G., A Tribe Called Quest), 70-იანი წლების ნიუ-იორკული პოსტ პანკი (Television, Patti Smith, The Ramones), 80-იანი წლების ბრიტანული ახალი ტალღა (New Order) და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი